
სიახლეები
კომპანია “გარდაბნის მეცხოველეობა”

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანიის „გარდაბნის მეცხოველეობა“ ფერმას დაათვალიერეს.
შპს „გარდაბნის მეცხოველეობა“ ორ ფერმას ფლობს.
სოფელ სართიჭალაში მდებარე ფერმა მეხორცული მიმართულებისაა, ხოლო სოფელ ლემშვენიერაში არსებული მეურნეობა სანაშენე მიმართულებით საქმიანობს.
ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფერმების რაოდენობის ზრდა, სანაშენე, მეხორცული და მერძეული მიმართულებების გაძლიერებაა. სწორედ ამიტომ, ახალ აგროთანადაფინანსების პროგრამაში მეცხოველეობის მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და გათვალისწინებულია კონკრეტული მექანიზმები ფერმების განვითარებისა და წარმოების გაფართოებისთვის.
შეხვედრას გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე სამირ ხიალოვი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.