სიახლეები

შეხვედრა ლემშვანიერას საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი სოფელ ლემშვანიერას საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და დირექტორს, ფიზიკის პედაგოგ გულნაზი ჭელიძეს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს ახალგაზრდების მიერ ინიცირებული სამეცნიერო პროექტისა და ფიზიკის კონფერენციის სამზადისის განხილვა წარმოადგენდა.
მოსწავლეებმა მერს დეტალურად გააცნეს კვლევითი პროექტის კონცეფცია, რომელიც სოფელ ლემშვანიერას განახლებადი ენერგორესურსების – კერძოდ, ჯანდარის ტბის ჰიდრორესურსის, მზის რადიაციისა და ქარის ენერგიის საბაზისო საველე გაზომვების ჩატარებასა და შესაბამისი საკონფერენციო მოდელების დამზადებას ითვალისწინებს.
მერმა მოისმინა ახალგაზრდების ხედვები და აღნიშნა, რომ მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივების წახალისება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მოსწავლეებს კონფერენციის ორგანიზებასა და კვლევითი პროცესის წარმართვაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
შეხვედრის დასასრულს მერმა ახალგაზრდა მკვლევრებს წარმატებები უსურვა და მოსწავლეთა ინოვაციური იდეების სამომავლო ხელშეწყობისთვის მზაობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.