სიახლეები

ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა ჩატარდა

🔈19 ნოემბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო. განხილვაზე დასწრებისა და საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირების შესაძლებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ნიჟარაძემ მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებებზე დეტალურად ისაუბრა. განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც კომისიის თავმჯდომარემ დარბაზში დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხა და დამსწრე საზოგადოებას ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 62 მილიონ 173.6 ათას ლარს შეადგენს.
გადასახდელების ნაწილში, ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები შემდეგნაირად გადანაწილდება:
🔘 ინფრასტრუქტურის განვითარება – 9,437.9 ათასი ლარი;
🔘 დასუფთავება და გარემოს დაცვა – 4,632.5 ათასი ლარი;
🔘განათლება – 16,315.0 ათასი ლარი;
🔘კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი – 8,566.7 ათასი ლარი;
🔘ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 5,916.6 ათასი ლარი.
საჯარო განხილვის მიზანს მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ფორმირების პროცესში გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა წარმოადგენდა.