
სიახლეები
საშობაო ალილო

გარდაბანში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა.
ალილოს საზეიმო მსვლელობა გარდაბნის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრიდან დაიწყო და მას დეკანოზი ზურაბ ხაჩიძე უძღვებოდა. ქრისტეს შობის მახარობლებმა საშობაო გალობით ნობათის შესაგროვებლად ქალაქის ცენტრალური ქუჩა გაიარეს.
მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ ალილოს მონაწილეებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცეს და საშობაო ნობათი გადასცეს.
შეგროვებული ტკბილეული და საჩუქრები ნორიოსა და მარტყოფში მოქმედ ბავშვთა სახლებსა და ეკლესია-მონასტრებს გადაეცემათ.