
სიახლეები
საკრებულოს 2025 წლის ბოლო, გეგმური სხდომა ჩატარდა

26 დეკემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, 2025 წლის ბოლო, საკრებულოს გეგმური სხდომა ჩატარდა.
საკრებულოს გეგმიურ სხდომაზე, დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს. ბიუჯეტის გადასახდელები 56 მილიონ 862 ათასი ლარით განისაზღვრა.
პრიორიტეტულ მიმართულებებად დასახელდა:
1. ინფრასტრუქტურის განვითარება – 6,728.6 ათასი ლარი;
2. დასუფთავება და გარემოს დაცვა – 2,991.8 ათასი ლარი;
3. განათლება – 15,329.5 ათასი ლარი;
4. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი – 7,287.8 ათასი ლარი;
5. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – – 5,456.8 ათასი ლარი;
6. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები – 19,067.5 ათასი ლარი.
საკრებულოს გეგმურ სხდომაზე დღის წესრიგით განსაზღვრული იყო შემდეგი საკითხებიც:
1. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
2. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 მაისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების დამტკიცების საკითხი.
4. „საქართველოს რეგიონალური განვითარების სამინისტროსა და მუნიციპალიტეტს შორის უფლებამოსილების განხორციელების დელეგირების შესახებ“ 2025 წლის 2 ოქტომბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ N1 შეთანხმების დამტკიცების საკითხი.
5. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის ნესტორ ხერგიანის დაჯილდოების საკითხი.
6. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის დავითი ლორიაშვილის დაჯილდოების საკითხი.
7. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის ბადრი ბედიანაშვილის დაჯილდოების საკითხი.
8. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების საკითხი.
9. საკრებულოს წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.