სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა ჩატარდა

30 ივლისს, 14:00 საათზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის – ლევან ნიჟარაძის ხელმძღვანელობით კომისიის სხდომა ჩატარდა.

სხდომაზე კომისიის წევრებმა, დღის წესრიგით განსაზღვრული ერთი საკითხი განიხილეს და ხმათა უმრავლესობით, საკრებულოს ხდომაზე გასატანად დადებითად გადაწყვიტეს.

ეს საკითხია:

1. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების ხელმძღვანელი – ბესიკ მაისურაძე დაესწრო.

ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №73