სიახლეები

საკრებულოს გეგმური სხდომა ჩატარდა

31 ივლისს, 13:00 საათზე, საკრებულოს თავმჯდომარის – მიხეილ გედეხაურის ხელმძღვანელობით, საკრებულოს გეგმური სხდომა ჩატარდა.

სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განიხილეს და დადებითად გადაწყვიტეს.

ეს საკითხებია:

1. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ზემო თელეთში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების საკითხი.
3. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების დამისამართების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ივნისის №84 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გამარჯვებაში, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების საკითხი.
4. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის საბა ფურცელაძისა და მწვრთნელის გოდერძი ჯოხაძის დაჯილდოების საკითხი.
5. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის გიორგი ქარჩაიძისა და მწვრთნელის ბადრი ბედიანაშვილის დაჯილდოების საკითხი.
6. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის კობა ქარუმიძისა და მწვრთნელის იმედა ფრეწუაშვილის დაჯილდოების საკითხი.
7. საკრებულოს წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.

საკრებულოს გეგმურ სხდომას – გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი – შალვა გურულიშვილი და მერის მოადგილე – ლევან ხმალაძე დაესწრნენ.

ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №73