სიახლეები
სამუშაო შეხვედრა წითელი ჯვრის საზოგადოებასთან
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელობამ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრა, რომელიც არსებული თანამშრომლობის შეფასებას, ანალიზსა და სამომავლო პარტნიორობის გაძლიერებას ისახავდა მიზნად, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელი ჯაბა დვალიძე და რეგიონის სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები: კატასტროფების მართვა და კლიმატური ცვლილებები – რეგიონული მზაობის გაძლიერება; ჯანდაცვა და სოციალური სერვისები – სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა; ახალგაზრდული და მოხალისეობრივი საქმიანობა – ჩართულობის გაფართოება; თანამშრომლობის მექანიზმები-პარტნიორობის ეფექტიანობის ზრდა და მდგრადობა.