სიახლეები
სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა ჩატარდა
2026 წლის 10 ნოემბერს, 12:00 საათზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში, სივრცით – ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის – გიორგი გურულიშვილის ხელმძღვანელობით, კომისიის სხდომა ჩატარდა, სადაც კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და ხმათა უმრავლესობით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განსახილველად დადებითად გადაწყვიტეს. კერძოდ:
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, სასაწყობო-ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობისათვის, განაშენიანების დეტალური გეგმის ინიცირების შეთანხმების საკითხი.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, ინდუსტრიული სასაწყობე – ლოგისტიკური კომპლექსის მშენებლობისათვის, განაშენიანების დეტალური გეგმის ინიცირების შეთანხმების საკითხი.