
სიახლეები
სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში

სამუშაო შეხვედრა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, ილია ჯალაღანიამ, პირველ მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილთან ერთად, გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა მუნიციპალიტეტებში დიდთოვლობის შედეგების სალიკვიდაციოდ გატარებული ღონისძიებები განიხილეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამივე მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებულ პუნქტში ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეუფერხებლად ხორციელდება. რაც შეეხება ელექტრომომარაგებას, დაზიანებების დროული აღმოფხვრის შედეგად, აბონენტებს ენერგიის მიწოდება სრულად აღუდგათ.
„მადლობას ვუხდი თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ბოლო 24 საათის განმავლობაში, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, საგანგებო რეჟიმში მუშაობდა მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“- დავით კარგარეთელი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი.