სიახლეები

გზების გაწმენდითი სამუშაოები გარდაბნის მაღალმთიან სოფლებში

გზების გაწმენდითი სამუშაოები გარდაბნის მაღალმთიან სოფლებში.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშიანში, დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების აღმოსაფხვრელად და საავტომობილო მოძრაობის სრულად აღსადგენად, სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სპეცტექნიკა.

უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, უწყვეტ რეჟიმში იწმინდება გზის სავალი ნაწილი და იყრება ტექნიკური მარილი.

სოფელ ქვიშიანში არსებულ ვითარებასა და გზის გაწმენდის პროცესს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან და მის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილთან ერთად გაეცნო.

მუნიციპალიტეტის მერია და შესაბამისი სამსახურები სრულ მზადყოფნაში არიან, რათა მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ შეექმნას.