
სიახლეები
სამუშაო შეხვედრა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები, არსებული გამოწვევები და ის სტრატეგიული მიზნები განიხილეს, რომლებმაც მომდევნო წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური პროგრესი უნდა უზრუნველყოს.
დავით კარგარეთელმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის სამუშაო შეხვედრები აუცილებელია დოკუმენტის სრულყოფისთვის, რათა საბოლოო გეგმა იყოს შედეგზე ორიენტირებული და სრულად მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები რამაზ ბუდაღაშვილი, შალვა გურულიშვილი, ფუად მირზოევი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე სამირ ხიალოვი და გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებაზე პასუხისმგებელი სამუშაო ჯგუფის წევრები.