სიახლეები

რამაზან ბაირამთან დაკავშირებული ტრადიციული იფთარი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, რამადანის თვესთან დაკავშირებით, მუსლიმი თემისთვის იფთარი გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფუად მირზოევი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, მისი პირველი მოადგილე სამირ ხიალოვი, საქართველოს პარლამენტის წევრი სავალან მირზოევი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მუსლიმი თემის წევრები.
შეხვედრისას ხელმძღვანელმა პირებმა მუსლიმ თანამოქალაქეებს რამადანის თვე მიულოცეს. ხაზგასმით აღნიშნეს მუნიციპალიტეტში არსებული მრავალწლიანი მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიცია და სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებს შორის არსებული მტკიცე მეგობრობა.