სიახლეები

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა

19 დეკემბერს, 12:00 საათზე, საკრებულოს თავმჯდომარის – მიხეილ გედეხაურის ხელმძღვანელობით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა.

სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული ერთი საკითხი განიხილეს და დადებითად გადაწყვიტეს.

ეს საკითხია:

1. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის №21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების თანახად, 2025 წლის 15 დეკემრბიდან, საკრებულოს გამოკლებული წევრის – ლევან ხმალაძის ადგილმონაცვლედ ცნობილ იქნა “ქართული ოცნება – დემოკრატიულო საქართველოს” პარტიული სიით საკრებულოს წევრობის კანდიდატის – ანა დადეშქელიანის უფლებამოსილება, რაც ეცნობა საკრებულოს.