
სიახლეები
საკრებულოს სხდომათა დარბაზში კომისიის სხდომები ჩატარდა

18 დეკემბერს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების, ასევე სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომები ჩატარდა.
კომისიის წევრებმა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს და ხმათა უმრავლესობით ბიუროსა და საკრებულოს გეგმურ სხდომაზე განსახილველად დადებითად გადაწყვიტეს.
სოციალურ საკითხთა კომისიამ დამატებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების დაჯილდოების საკითხებიც განიხილა.