
სიახლეები
მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ, ზაზა კვიციანმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ, ილია ჯალაღანიასთან და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე, რამაზ ბუდაღაშვილთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაათვალიერა.
ამ ეტაპზე, სოფელ მარტყოფსა და ვაზიანში, ჯამში 12 372 მეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორციელდება. აღნიშნული პროექტების საერთო ღირებულება 10 125 864 ლარს შეადგენს. პროექტები ითვალისწინებს როგორც ცენტრალური, ისე შიდა საუბნო გზების სრულ განახლებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების პირობებს.
მიმდინარე სამუშაოებს მინისტრის მოადგილესთან ერთად გაეცნენ სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მინდია ღლონტი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.