
სიახლეები
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

ქალაქ გარდაბნის ცენტრალურ პარკში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა.
პატარების საზეიმო განწყობაზე ანიმატორთა ჯგუფმა „უჯმა და ბავშვები“ იზრუნა, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა შესთავაზა.
პარკში სპეციალურად მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცეები, ჩატარდა კოსტიუმირებული მსვლელობები, შესრულდა ილუზიონისტებისა და ჟონგლიორების ნომრები, ასევე გაიმართა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები.
მუსიკალური ნომრებით საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და მუსიკალური სტუდიის – “Art Life“ წევრები წარდგნენ.
ღონისძიება ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რამაზ ბუდაღაშვილი, მოადგილე შალვა გურულიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.