სიახლეები

სართიჭალისა და მარტყოფის ახალ აშენებული ბაღები

საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა
სართიჭალისა და მარტყოფის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშვო ბაღების მშენებლობის პროცესი დასრულდა
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 300 ბავშვზე გათვლილი, ევროსტანდარტების შესაბამისი ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო სააღმზრდელო და სათამაშო ზონები, რეკრეაციული სივრცე ფანჩატურებითა და საბავშვო კომბინირებული ატრაქციონებით. დამონტაჟდა გათბობის, წყლის, წყალარინებისა და სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები.
სამშენებლო სამუშაოები საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით განხორციელდა და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, მოადგილე, ილია ჯალაღანიამ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, პირველმა მოადგილემ, რამაზ ბუდაღაშვილმა, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა, გოჩა ახალკაციშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.

სართიჭალისა და მარტყოფის ახალ აშენებული ბაღები