ნოვრუზ ბაირამი

გარდაბანში, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს სასურსათო ნობათები გადაეცემათ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად შეჭირვებული 150 აზერბაიჯანული ოჯახი სასურსათო ნობათს მიიღებს.
ნობათების დაკომპლექტებასა და ოჯახებისთვის მიწოდებაში ჩართული იყვნენ საქართველოს პარლამენტის წევრი სავალან მირზოევი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, მოადგილე ფუად მირზოევი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე სამირ ხიალოვი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.