სიახლეები
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა
2026 წლის 10 ნოემბერს,13:00 საათზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დადებითად გადაწყვიტეს. კერძოდ:
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, სასაწყობო-ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობისათვის, განაშენიანების დეტალური გეგმის ინიცირების შეთანხმების საკითხი.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, ინდუსტრიული სასაწყობე – ლოგისტიკური კომპლექსის მშენებლობისათვის, განაშენიანების დეტალური გეგმის ინიცირების შეთანხმების საკითხი.