
სიახლეები
საკრებულოს სხდომა ჩატარდა

29 ივლისს,13:00 საათზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს გეგმური სხდომა ჩატარდა.
სხდომაზე დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები განიხილეს და დადებითად გადაწყვიტეს.
კერძოდ:
1. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ .
2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ.
3. „გარდაბნის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებისთვის საჭირო წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4. საკრებულოს წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.