სიახლეები

“შემოიარე საქართველო 2026”

„შემოიარე საქართველო 2026“ გრძელდება.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული პროექტის ფარგლებში მორიგი ტური ყაზბეგში გაიმართა.
პროექტის მონაწილეებმა უკვე მოინახულეს ფშავი, ვარძია-ბორჯომი და ყაზბეგი, ხოლო წინ კიდევ სამი საინტერესო მოგზაურობა ელით — ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი და ძამას ხეობა.
პროექტი უკვე მეთერთმეტე წელია წარმატებით ხორციელდება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ყოველწლიურად ასობით გარდაბნელ ახალგაზრდას საქართველოს მრავალფეროვანი კუთხეების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.
„შემოიარე საქართველო 2026“ აგვისტოს ბოლოს დასრულდება.