
სიახლეები
სკოპინგის ანგარიში

ნავთობის და გაზის XI-H (XIH, XIB და XIL გაერთიანება) სალიცენზიო ბლოკზე (ტერიტორიულად მოიცავს დუშეთის, თიანეთის, საგარეჯოსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებს) სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებისა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის საფუძველზე ნავთობის და გაზის ოპერაციებს ახორციელებს „Georgia Oil & Gas Limited-ის ფილიალი საქართველოში“, რომლის დაკვეთით კონსულტანტი კომპანია შპს „გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების საგანმანათლებლო და საკონსულტაციო ცენტრი-ეკომეტრი“ ამზადებს XIH, XIB და XIL სახელშეკრულებო ფართობებთან დაკავშირებულ პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების ფარგლების გაერთიანებასთან დაკავშირებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს, რომელიც შეიცავს ნავთობისა და გაზის ოპერაციების შედეგად გარემოზე პოტენციური ზემოქმედების ანალიზს. წარმოგიდგენთ „Georgia Oil & Gas Limited-ის ფილიალი საქართველოში“-ს მიერ წარმოდგენილ XI-H, XI-B და XI-L სახელშეკრულებო ფართობებთან დაკავშირებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სკოპინგის ანგარიშსა (გზშ-ს მომზადების პირველი ეტაპი) და განცხადებას.
სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2026 წლის 30 ივლისს 14 საათზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.