სიახლეები

შეხვედრა ახალგაზრდებთან

4 მაისს, სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის გარდაბნის №1 საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პედაგოგის – მერაბ ონიანის ხელმძღვანელობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ესტუმრნენ.
ვიზიტი, სამოქალაქო განათლების საგნის ფარგლებში დაგეგმილი გასვლითი გაკვეთილის ფორმატში განხორციელდა. გაკვეთილის თემა – ,,ადგილობრივ თვითმმართველობასა და მის ფუნქციონირებას“ შეეხებოდა.
მოსწავლეებს, აღნიშნულ საკითხებზე დეტალური ინფორმაცია საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ – თამარ ხაჩიძემ მიაწოდა.
შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, საკრებულოს ფუნქციებსა და მის მნიშვნელოვან როლს საზოგადოებრივი საკითხების გადაწყვეტის პროცესში