
სიახლეები
აპარნობა 2026

გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „აპარნობა“ აღინიშნა
სოფელ მარტყოფში, აპარნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტრადიციული სახალხო დღესასწაული „აპარნობა 2026“ გაიმართა.
დღესასწაულის ფარგლებში ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, ცხენოსნობასა და ქართულ ჭიდაობაში. გამარჯვებული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ სიგელებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, პარლამენტის წევრი ირაკლი შატაკიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მერია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადგილობრივი ტრადიციებისა და სახალხო დღესასწაულების შენარჩუნებას, რაც ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციას და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.