სიახლეები

სამანდატო-საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა

27 აპრილს, 12:00 საათზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სამანდატო-საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის-ზურაბ ბენდელიანის ხელმძღვანელობით, კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე კომისიის წევრებმა, დღის წესრიგით განსაზღვრული – “გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” დადგენილების პროექტი განიხილეს და ხმათა უმრავლესობით, ბიუროს სხდომაზე განსახილველად, დადებითად გადაწყვიტეს.