სიახლეები

საკრებულოს გეგმური სხდომა ჩატარდა

საკრებულოს სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე – მიხეილ გედეხაური უძღვებოდა, წუთიერი დუმილით გაიხსნა. საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს.

სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა და დადებითად გადაწყდა.

ეს საკითხებია:

1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი, 2026 წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი, ინფრასტრუქტურული სამუშაოების საპროექტო წინადადებების მოწონების საკითხი.
2. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ორგანოებში სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ავტომობილების გამოყენებისა და მათი შენახვის ხარჯების მოწესრიგების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 თებერვლის №17 განკარგულების ძალადაკარგულად ცნობის საკითხი.
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის ვაჟა გენგაშვილისა და მწვრთნელის ბადრი ბედიანაშვილის დაჯილდოების საკითხი.
4. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის კობა ქარუმიძისა და მწვრთნელის იმედა ფრეწუაშვილის დაჯილდოების საკითხი.
5. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის ნიკოლოზ ჭიკაიძისა და მწვრთნელის ირაკლი თარხნიშვილის დაჯილდოების საკითხი.
6. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის გიორგი ნარიმანიძისა და მწვრთნელის თორნიკე ხიდეშელის დაჯილდოების საკითხი.
7. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის გიორგი კაველიძისა და მწვრთნელის თორნიკე ხიდეშელის დაჯილდოების საკითხი.
8. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის თემური ორჯონიკიძისა და მწვრთნელის ირაკლი თარხნიშვილის დაჯილდოების საკითხი.
9. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის ლევან ტოტიკაშვილისა და მწვრთნელის იმედა ფრეწუაშვილის დაჯილდოების საკითხი.
10. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის ტაისუნ ნასიბოვისა და მწვრთნელის ირაკლი თარხნიშვილის დაჯილდოების საკითხი.
11. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის სახიბ გარიბოვისა და მწვრთნელის ფარიდ აბდულაევის დაჯილდოების საკითხი.
12. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის სახიბ გარიბოვისა და მწვრთნელის ფარიდ აბდულაევის დაჯილდოების საკითხი.
13. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების საკითხი.
14. საკრებულოს წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.