სიახლეები

საკრებულოში კომისიების სხდომები ჩატარდა

27 მარტს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სოციალურ საკითხთა და ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიების სხდომები ჩატარდა.

კომისიების წევრებმა სხდომის დაწყებამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

სხდომები დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა.

სოციალურ საკითხთა კომისიის წევრებმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების დაჯილდოების საკითხები, ხოლო ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიამ დღის წესრიგით განსაზღვრული ერთი საკითხი – გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ორგანოებში სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ავტომობილების გამოყენებისა და მათი შენახვის ხარჯების მოწესრიგების საკითხი განიხილეს და დადებითად გადაწყვიტეს ბიუროსა და საკრებულოს გეგმურ სხდომაზე განსახილველად.