სიახლეები

საკრებულოს გეგმური სხდომა ჩატარდა

24 ნოემბერს, საკრებულოს თავმჯდომარის – მიხეილ გედეხაურის ხელმძღვანელობით, საკრებულოს გეგმური სხდომა ჩატარდა.

სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განიხილეს და ათი საკითხიდან ცხრა დადებითად გადაწყვიტეს.

ეს საკითხებია:

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების საკითხი.
2. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
3. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
4. გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის მესამე კვარტლის შესრულების ანგარიშის ცნობად მიღების საკითხი.
5. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერისთვის უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალისგან „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში“ გრანტის მიღებაზე წინასწარი თანხმობის მიცემის საკითხი.
6. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გამარჯვებაში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების საკითხი.
7. გარდაბნის მუნიციპალიტეტის კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კრწანისში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების საკითხი.
8. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახალი სამგორის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ახალ სამგორში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების საკითხი.
9. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი, 2026 წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი, ინფრასტრუქტურული სამუშაოების საპროექტო წინადადებების მოწონების საკითხი.
10. საკრებულოს წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.

საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი” 78-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკრებულოს წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი, დასაზუსტებლად დაუბრუნდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს.

ბიუჯეტის პროექტის შესწორებულ ვარიანტს, არაუგვიანეს 10 დეკემბრისა, მუნიციპალიტეტის მერი დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს.

საკრებულოს სხდომას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსი – ბესიკ მაისურაძე დაესწრო.