სიახლეები

საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომა ჩატარდა

21 ნოემბერს, 15:00 საათზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის – ლევან ნიჟარაძის ხელმძღვანელობით კომისიის სხდომა ჩატარდა.

სხდომაზე კომისიის წევრებმა, მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტთან ერთად, ასევე განიხილეს შემდეგი საკითხები:

1. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის მესამე კვარტლის შესრულების ანგარიშის ცნობად მიღების საკითხი.
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერისთვის უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალისგან „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში“ გრანტის მიღებაზე წინასწარი თანხმობის მიცემის საკითხი.
4. საკრებულოს წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი 56 მილიონ 862 ათას ლარს შეადგენს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების ხელმძღვანელი – ბესიკ მაისურაძე დაესწრო.