სიახლეები

შეხვედრა მოქალაქეებთან

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება გაიმართა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა შეხვედრის ფარგლებში პირადად მოისმინა მოქალაქეების მიერ წარმოდგენილი პრობლემები და საჭიროებები.
აღნიშნულ შეხვედრაზე მოქალაქეებმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრეს, მათ შორის სოციალურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე. დავით კარგარეთელი მოქალაქეებს კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა და შესაბამის სამსახურებს საკითხების შესწავლა დაავალა.