
სიახლეები
“გმირის დღე”

დღეს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ინიცირებული პროექტის „გმირის დღე“ ღონისძიება გაიმართა.
მარტყოფის მუზეუმში ჩატარებულ ღონისძიებაზე ქართველმა მწერალმა და პუბლიცისტმა, ნიკო ხერკელაძემ, ისტორიკოსმა და გენერალ-მაიორმა ალეკო მიქაბერიძემ და ფილოლოგმა, ნიკო ნიკოლაძის პრემიის ლაურეატმა მერაბ ბალაშვილმა დიდი მოურავის, გიორგი სააკაძის შესახებ ისაუბრეს.
ყურადღება გაამახვილეს გმირის თავდადებაზე, სამშობლოს სიყვარულსა და გმირობაზე.
ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ლეილა ბენდელიანი, საკრებულოს წევრი დავით ებილაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, საჯარო სკოლების წარმომადგენლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
პროექტი „გმირის დღე“ მოიცავს როგორც საგანმანათლებლო, ასევე კულტურულ კომპონენტებს და მიზნად ისახავს ქართველი გმირების შესახებ ცოდნის გავრცელებას, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებასა და ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებას ბავშვებსა და მოზარდებში.