
სიახლეები
2026 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იწყება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები 11 თებერვლიდან დაიწყება.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ბ18. 182602716 ბრძანების შესაბამისად, საკოორდინაციო ჯგუფი და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ საპროექტო წინადადებების მიღებასა და მოქალაქეთა კონსულტირებას მათი შემუშავების პროცესში.
2026 წელს დასაფინანსებელი პროექტების პრიორიტეტებია:
- სასმელი წყლის სისტემები ( მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა. შ.);
- სარწყავი სისტემები;
- სანიაღვრე არხები;
- ნაპირსამაგრი სამუშაოები;
- გზები და გზისპირა მოსაცდელები, აგრეთვე ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;
- ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
- გარე განათება;
- სკოლების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა;
- სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
- ამბულატორიის შენობები;
- სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა
- სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
- სკვერები, მათ შორის საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით;
- წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
- მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/ აღდგენა;
- გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება;