სიახლეები

,,წარმატების ფორმულა”

12 სექტემბერს, ქალაქ გარდაბნის ცენტრალურ პარკში, ღონისძიება – „წარმატების ფორმულა“ გაიმართა.

,,წარმატების ფორმულა” მიზნად ისახავდა – გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარმატებული ქალებატონების საქმიანობისა და მიღწევების, მათი დაუღალავი შრომის, პროფესიონალიზმისა და საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის წარმოჩენას.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საგამოფენო სივრცეები, სადაც წარმოდგენილი იყო ხალხური რეწვის ოსტატთა და ხელოვანთა ნამუშევრები.

საქართველოს პარლამენტის წევრ – სავალან მირზოევმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – გიგა ნამიჭეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე – მიხეილ გედეხაურმა და მერმა – დავით კარგარეთელმა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ქალბატონები დააჯილდოეს, თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადეს და სიმბოლურად 1000 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს.

ეს ქალბატონები არიან:

მაყვალა კიკაბიძე – ქტიტორი;
სოფიო ხიალოვა – ნოტარიუსი;
ნათია მამადაშვილი – ექიმი ონკოლოგი;
მანანა ძიძიკაშვილი – მხატვარ-ტექნოლოგი და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორი;
ანანო ონიანი – სოპრანო.

”მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, პატივცემულო გარდაბნელებო! სასიხარულოა, რომ დღეს ერთად ვზეიმობთ იმ ადამიანების წარმატებას, რომლებმაც საკუთარი შრომითა და თავდადებით შეძლეს გამორჩეული ადგილი დაეკავებინათ ჩვენს საზოგადოებაში. თითოეული მათგანი გვიჩვენებს, რომ მიზანდასახულობითა და დაუღალავი ძალისხმევით შესაძლებელია ცხოვრების ნებისმიერი სირთულის გადალახვა და საკუთარი ოცნებების რეალობად ქცევა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რადგან ყოველდღიურად არა მხოლოდ თქვენს ოჯახებს და პროფესიულ სფეროს, არამედ მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მისი სახელის ღირსეულ წარმოჩენას ემსახურებით”, მიმართა ქალბატონებს საკრებულოს თავმჯდომარე – მიხეილ გედეხაურმა.

საღამოს მუსიკალურად – კვარტეტი ,,რანინა’’ აფორმებდა.