თელეთობა 2025

თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სახალხო დღესასწაული ,,თელეთობა“ გაიმართა.
დღესასწაულს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურთან ერთად ესწრებოდა.
დღის მანძილზე მოეწყო სპორტული აქტივობები. გაიმართა შეჯიბრი მკლავჭიდში, ფეხბურთსა და ქართულ ჭიდაობაში.
გამარჯვებული სპორტსმენები სიგელებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
სტუმრების წინაშე ქორეოგრაფიული ნომრებით წარდგა თელეთის საჯარო სკოლასთან არსებული ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „ქართველო“.
სახალხო დღესასწაულს მუნიციპალიტეტის მერთან ერთად მისი პირველი მოადგილე რამაზ ბუდაღაშვილი, მოადგილეები ფუად მირზოევი, ლევან ხმალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე სამირ ხიალოვი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ,,თელეთობა“ ყოველწლიურად, ამაღლების დღესასწაულზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება.