
სიახლეები
სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვა

გარდაბანში მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა
მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, მოსახლეობას სტრატეგიული განვითარების სამუშაო ვერსია წარუდგინა.
სტრატეგიულ დოკუმენტში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებაზე, რაც მუნიციპალიტეტისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
გარდა ამისა, პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს სკოლამდელი და სასკოლო განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, ასევე ადგილობრივი ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის მაქსიმალური ათვისება, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და მუნიციპალიტეტის საერთო სოციალურ-ეკონომიკურ დაწინაურებას შეუწყობს ხელს.
მუნიციპალიტეტებში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დავალებით ხორციელდება, ხოლო პროცესის კოორდინაციას რეგიონული განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფს.
მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია წარმოადგენს ადგილობრივი განვითარების გრძელვადიან ხედვას, რომელიც უშუალოდ მოსახლეობის საჭიროებებსა და პრიორიტეტებს ეფუძნება.
სტრატეგიის მთავარი მიზანი მუნიციპალიტეტის მდგრადი, თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული განვითარებაა.
შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზურაბ იაშვილი, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოსახლეობა ესწრებოდნენ.