
სიახლეები
სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა

27 აგვისტოს, 12:00 საათზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის – თამარ ხაჩიძის ხელმძღვანელობით, კომისიის სხდომა ჩატარდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები განიხილეს და ხმათა უმრავლესობით ბიუროსა სხდომაზე განსახილველად დადებითად გადაწყვიტეს:
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის სოფიკო კვანჭიანის და მწვრთნელის გიორგი ხახიაშვილის დაჯილდოების შესახებ. (მსოფლიო)
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის სოფიკო კვანჭიანის და მწვრთნელის გიორგი ხახიაშვილის დაჯილდოების შესახებ. (ევროპა)
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების: ლუკა კვანჭიანის, ბაკური კვანჭიანის, გიორგი მათიაშვილის, გიორგი ფერაშვილის და მწვრთნელის ლუკა ჩიტრეკაშვილის დაჯილდოების შესახებ.
4. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების: კარიმ ვალიევის, ჰამიდ ომაროვის, ელიმხან დაშდამიროვის, ეფე ხალილოვის, ნიჰათ სოფიევის, ჯანერ მამედოვის, აიშა ალიევას, მალიჩ ალიევის და მწვრთნელის გაჯი ვალიევის დაჯილდოების შესახებ.
5. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის საბა ფურცელაძის და მწვრთნელის გოდერძი ჯოხაძის დაჯილდოების შესახებ.
6. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის კობა ქარუმიძის და მწვრთნელის იმედა ფრეწუაშვილის დაჯილდოების შესახებ.