სიახლეები

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2026

გარდაბნის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა, შალვა გურულიშვილმა და ფუად მირზოევმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საკონსულტაციო შეხვედრები ახალი სამგორის, გამარჯვების, აღთაკლიის, ყარათაკლიისა და ყარაჯალარის მოსახლეობასთან გამართეს.

შეხვედრების მიზანს პროგრამის ფარგლებში სოფლებში არსებული საჭიროებების გამოვლენა და მოსახლეობასთან ერთად პრიორიტეტული საპროექტო წინადადებების შერჩევა წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელების მიზნით, ცენტრალური ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტისთვის 662 000 ლარი გამოიყო. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები 19 თებერვლამდე გაგრძელდება და მუნიციპალიტეტის 40 სოფელში ეტაპობრივად ჩატარდება.