„გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლის“

25 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ (სისხლის ბანკი) მიერ, „გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლის“ აქციის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა სისხლის უანგარო დონაციაში მიიღეს მონაწილეობა.
საქართველოში არსებულ სისხლის ბანკებს შორის “სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურს“ ლიდერი პოზიცია უკავია და დონორული სისხლითა და მისგან დამზადებული სისხლის კომპონენტებით ამარაგებს როგორც ბავშვთა, ისე მრავალპროფილურ კლინიკებს.