
სიახლეები
შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის შეხვედრების დარბაზში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და საბჭოს თავმჯდომარე დავით კარგარეთელი უძღვებოდა.
სხდომაზე განხილული იქნა, 2025 წლის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.
აღსანიშნავია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა წარმოადგენს, სწორედ ამიტომ 2019 წელს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო“ შეიქმნა.
საბჭოს წევრებმა შშმ პირთა თემთან მუდმივი და მჭიდრო კონსულტაციების შედეგად შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებში ხორციელდება არაერთი აქტივობა, რომელიც მოიცავს შშმ პირებისთვის სხვადასხვა მუნიციპალური პროგრამებისა და სერვისების მისაწვდომობის უზრუნველყოფას.