სიახლეები
საცხენისობა 2026
სოფელ საცხენისში სახალხო დღესასწაული „საცხენისობა 2026“ გაიმართა
ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საცხენისში სახალხო დღესასწაული „საცხენისობა 2026“ საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.
ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, მერის მოადგილე ფუად მირზოევი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
დღესასწაულის ფარგლებში მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა. მათ შორის, ჩატარდა ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი, ხოლო შეჯიბრებები გაიმართა ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდსა და ცხენოსნობაში.
შეჯიბრებაში გამარჯვებულ სპორტსმენებს შესაბამისი სიგელები, მედლები და საჩუქრები გადაეცათ.