
სიახლეები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

გარდაბნის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ცენტრალურ პარკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. წლევანდელი 26 მაისი განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღიც აღინიშნა.
ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები იოსებ ალიბეგაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
საზეიმო პროგრამა კოსტიუმირებული მსვლელობით გაიხსნა.
მთელი დღის განმავლობაში, პარკის ტერიტორიაზე მოწყობილი იყო საგამოფენო სივრცეები, ხოლო პატარებისთვის სპეციალური, შემეცნებით-გასართობი საბავშვო ზონა ფუნქციონირებდა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც მოწვეულმა, ისე ადგილობრივმა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა.