სიახლეები

სამუშაო შეხვედრა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაგეგმი პროექტების განხილვა იწყება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, მოადგილეებთან – შალვა გურულიშვილთან, ფუად მირზოევთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე სამირ ხიალოვთან ერთად, მერიის შეხვედრების დარბაზში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მთავარ მიზანს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების კოორდინაცია და მოსამზადებელი ეტაპის განსაზღვრა წარმოადგენდა.
” ჩვენი მიზანია, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მაქსიმალურად მორგებული იყოს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მცხოვრებმა გამოიჩინოს აქტივობა და თავად განსაზღვროს საკუთარი სოფლის პრიორიტეტები. 2026 წლისთვის აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის ბიუჯეტში 662 000 ლარია მობილიზებული, რაც საშუალებას მოგვცემს, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელოთ მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ” დავით კარგარეთელი
პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები 11 თებერვლიდან დაიწყება და მუნიციპალიტეტის 40 სოფელში ეტაპობრივად ჩატარდება. პროცესის გამჭვირვალობისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, საპროექტო წინადადებების მიღებისა და შემუშავების ეტაპზე აქტიურად ჩაერთვებიან სპეციალურად შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის წევრები.
👇
შეხვედრების განრიგისა და სოფლებისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე – https://gardabani.gov.ge/2026-tslis-sophlis…/