სიახლეები

სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა ჩატარდა

26 ოქტომბერს, 13:00 საათზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სამანდატო-საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის- ზურაბ ბენდელიანის ხელმძღვანელობით, კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და ხმათა უმრავლესობით, ბიუროს სხდომაზე განსახილველად, დადებითად გადაწყვიტეს. კერძოდ:
1. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 მაისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
2. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელთა კოორდინაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 მაისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
3. “გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.