სიახლეები

საკრებულოს სხდომათა დარბაზში კომისიების სხდომები ჩატარდა

ანონსი

24 ივნისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, კომისიების სხდომები ჩატარდა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და ხმათა უმრავლესობით ბიუროსა და საკრებულოს გეგმურ სხდომაზე განსახილველად დადებითად გადაწყვიტეს.

ეს საკითხებია:

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ქვემო თელეთში არსებული სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების საკითხი.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კრწანისში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების საკითხი.
3. სახელდებული გეოგრაფიული ობიექტის „გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, 1-ლი ქუჩა, VIII ჩიხის“ მოხაზულობის ცვლილების საკითხი.
4. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაში მესამე მოადგილის არჩევის საკითხი.
5. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბახლულ ბაირამოვის პირადი განცხადება, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიაში წევრად მიღების თაობაზე.
6. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ვეტერანი სპორტსმენის დავითი ლორიაშვილის დაჯილდოების საკითხი.
7. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ვეტერანი სპორტსმენის ბადრი ბედიანაშვილის დაჯილდოების საკითხი.
8. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების: დავითი თურქიშვილის, ლუკა კვანჭიანის, გიორგი შოშიაშვილის, ბაკურ კვანჭიანის, გიორგი მათიაშვილის და ალექსი ფრეწუაშვილის დაჯილდოების საკითხი.
9. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების: კარიმ ვალიევის, ჰამიდ ომაროვის, არაზ გუსეინოვის, ელმირ მუსტაფაევის, ელიმხან დაშდამიროვის, ხალილ კაზიმოვის და მწვრთნელის გაჯი ვალიევის დაჯილდოების საკითხი.
10. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 მაისის №48 და №55 განკარგულებებში ცვლილების შეტანის საკითხი.

ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №73