სიახლეები

საკრებულოს სხდომათა დარბაზში ფრაქციებისა და კომისიის სხდომა ჩატარდა

15 დეკემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში – ფრაქცია ,,ხალხის ძალის”, სამანდატო-საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის, ასევე ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სხდომები ჩატარდა.

ფრაქციისა და კომისიის წევრებმა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს და ხმათა უმრავლესობით ბიუროსა და საკრებულოს გეგმურ სხდომაზე განსახილველად დადებითად გადაწყვიტეს.

ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სხდომას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – რამაზ ბუდაღაშვილი და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსი – ბესიკ მაისურაძე დაესწრნენ.