
სიახლეები
საკრებულოს სხდომათა დარბაზში კომისიის სხდომები ჩატარდა

24 დეკემბერს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სივრცით ტერიტორული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომები ჩატარდა.
კომისიის წევრებმა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს და ხმათა უმრავლესობით ბიუროსა და საკრებულოს გეგმურ სხდომაზე განსახილველად დადებითად გადაწყვიტეს.
სივრცით ტერიტორული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ დამატებით – „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და მუნიციპალიტეტს შორის უფლებამოსილების განხორციელების დელეგირების შესახებ“ 2025 წლის 2 ოქტომბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის საკთხი განიხილა.