სიახლეები

საკრებულოს გეგმური სხდომა ჩატარდა

29 ოქტომბერს, 13:00 საათზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს გეგმური სხდომა ჩატარდა.
სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წერიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები განიხილეს და დადებითად გადაწყვიტეს.
ეს საკითხებია:
1. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
2. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
3. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 მაისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელთა კოორდინაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 მაისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
5. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 აპრილის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
6. საკრებულოს წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ