სიახლეები
საკრებულოს გეგმური სხდომა ჩატარდა
29 იანვარს, საკრებულოს თავმჯდომარის – მიხეილ გედეხაურის ხელმძღვანელობით, საკრებულოს გეგმური სხდომა ჩატარდა.
სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განიხილეს და დადებითად გადაწყვიტეს.
ეს საკითხებია:
1. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის საკითხი.
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების საკითხი.
4. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების საკითხი.
5. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების საკითხი.
6. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების საკითხი.
7. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის თემური ორჯონიკიძისა და მწვრთნელის ირაკლი თარხნიშვილის დაჯილდოების საკითხი.
8. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის ალექსი ფრეწუაშვილის დაჯილდოების საკითხი.
9. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის მარიამ ბენდელიანისა და მწვრთნელის გიორგი გულბანის დაჯილდოების საკითხი.
10. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის აივენგო რიკაძისა და მწვრთნელის ირაკლი თარხნიშვილის დაჯილდოების საკითხი.
11. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის რობერტი კობლიაშვილისა და მწვრთნელის იმედა ფერწუაშვილის დაჯილდოების საკითხი.
12. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის რატი ტალიკიშვილისა და მწვრთნელის შოთა ფერაშვილის დაჯილდოების საკითხი.
13. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის კობა ქარუმიძისა და მწვრთნელის იმედა ფერწუაშვილის დაჯილდოების საკითხი.
14. საკრებულოს წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.