სიახლეები

“საინტერესო სტუმარი”

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა.
მარტყოფის ისტორიულ მუზეუმში ჩატარებული შეხვედრა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა, სადაც ყურადღება გამახვილდა წმინდა ნინოს მოღვაწეობაზე. აგრეთვე, ღონისძიების ფარგლებში ნინი გურჩიანის ნახატების გამოფენა მოეწყო.
მოწვეულმა სტუმარმა, ქართველმა ისტორიკოსმა, თეოლოგმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა, სერგო ვარდოსანიძემ ქრისტიანობასა და მისი გავრცელების ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, პარლამენტის წევრი ირაკლი შატაკიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საჯარო სკოლების წარმომადგენლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.